სამაგისტრო პროგრამის მთავარი უპირატესობები:
- უნიკალური ინტერდისციპლინური პროგრამა, შემუშავებული საუკეთესო საზღვარგარეთული გამოცდილებისა და საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით;
- პროგრამა ხორციელდება ორი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის მიერ ერთობლივად;
- სასწავლო პროცესს უძღვებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორები;
- მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სამაგისტრო პროგრამასა და კომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველია;
- პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ პრაქტიკა სათანადო დაწესებულებებში;
- სწავლების დაბალი გადასახადი, რომელიც სემესტრულად 1125 ლარია და რომლის გადახდაც შესაძლებელია სამ ეტაპად სემესტრის განმავლობაში; ამას გარდა სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი.
მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
- საერთო სამაგისტრო გამოცდები;
- გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონის);
- ინგლისური ენის გამოცდისაგან გათავისუფლება ხდება შემდეგი სერთიფიკატებით: IELTS (2 წლიანი ვადით - შეფასება არანაკლებ 5,5 ქულისა), TOEFL (2 წლიანი ვადით- შეფასება არანაკლებ 81 ქულისა), FCE (უვადო, არანაკლებ C შეფასებისა);
- შიდა საუნივერსიტეტო წერითი გამოცდა (ესსე მიგრაციის აქტუალურ საკითხებზე).
მიღების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დეტალური ნუსხა.
საკონტაქტო პირები:
გენრიეტა ჯოხაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მობ.: 577 211 335.
ელ-ფოსტა: genrieta.jokhadze@tsu.ge
ირინე ბაქრაძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
ელ-ფოსტა: i.bakradze@gipa.ge